18 წლიანი გამოცდილება დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
დაცვის სამსახური ჯეო სექიურითი არის ქართულ-ფრანგული კომპანია, რომელიც დაარსდა 2004 წელს. 20 წლის განმავლობაში მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, როგორც ტექნიკუი დაცვის ასევე ცოცხალი დაცვის საშუალებებით. კომპანია საქმიანობას აწარმოებს მაღალ პროფესიული გამოცდილების მქონე თანამშრომლებით, რაც არის საფუძველი კომპანიის სწრაფი განვითარებისა და მიღწეული წარმატებების. დღეს ჯეო სექიურითის პორთფოლიო 1000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია, საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე.
კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით ტარდება ტრეინინგები კომპანიის სასწავლო ცენტრში. დღეისათვის ჩვენთან დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- სიგნალიზაცია (უკაბელო, კაბელური);
- ცოცხალი ძალით დაცვა (ობიექტის დაცვა, ტვირთის დაცვა-გაცილება, პირადი დაცვა) ოპერატიული მომსახურება;
- ვიდეო-სათვალთვალო და სახანძრო სისტემების მონტაჟი;
- შეზღუდული დაშვების სისტემების მონტაჟი
- 24 საათიანი ვებ მონიტორინგი
- განგაშის SOS ღილაკით მომსახურება.