ტვირთვის გაცილება

ტვირთის გაცილების მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ ტვირთის გაცილების თქვენს პირობებზე მორგებულ სერვისებს. ტვირთის ტრანსპორტირების სერვისებს. ჩვენ გააზრებული და დამუშავებული გვაქვს საქართველოს მასშტაბით ყველა მიმართულება ამ კუთხით, რადგან თქვენი კუთვნილი საქონლის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი კომპანიისთვის.

რატომ შპს ,,ჯეო სექიურითი”

ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან

ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი ოპერატიულ რეჟიმში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ტვირთების უსაფრთხოდ გაცილების მარშრუტის დაგეგმვას და მისი დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებისთვის ყველა აუცილებელ ღონისძიებას. ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებს თქვენი ტვირთის თავიდან ბოლომდე დასაცავად.

თანამედროვე აღჭურვილობა

ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ უახლეს სატრანსპორტო ტექნოლოგიასა და GPS თრექინგის სისტემებით აღჭურვილ მანქანებში, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის რეალურ დროში მონიტორინგს და მიკვლევადობას მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

მორგებული გადაწყვეტილებები

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტვირთის გადაზიდვის სერვისების მიწოდებას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს თქვენთან, რათა შეიმუშაოს ტრანსპორტირების გეგმა, რომელიც შეესაბამება თქვენი მხოლოდ თქვენი კუთვნილი ტვირთის მოთხოვნებს.

რისკის მართვა

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს პრაქტიკული მიდგომა რისკის მართვის მიმართ. ჩვენი თანამშრომლები დატრენინგებულები არიან მოულოდნელი და დაუგეგმავი სიტუაციების დროს, უმოკლეს ვადაში სწორი და ადექვატური გადაწყვეტილების მიღებაში , ისე, რომ შეფერხება არ შეიქმნას გაცილების სერვისის მიწოდებისას და მინიმუმადე იყოს დაყვანილი ჩვენი კლიენტებისთვის შექმნილი დისკომფორტი.

 გამჭვირვალე კომუნიკაცია

ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ დაშვებულ საკომუნიკაციო არხებს, რომლებიც მოგაწვდით რეალურ დროში განახლებებს თქვენი ტვირთის ტრანსპორტირების დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების შესახებ.